თავი 1. SQL-ის ენის სინტაქსი

    SQL-ის ენის საფუძველი SELECT ოპერატორია. იგი რამდენიმე დამოუკიდებელი საკვანძო სიტყვისგან შედგება, რომლებსაც პირობებს უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი აუცილებელია. ყოველ პირობას გააჩნია ერთი ან რამდენიმე აუცილებელი ან არაუცილებელი საკვანძო სიტყვა.
• SELECT _ ოპერატორი SELECT-ის საფუძველია. მასში მიეთითება გამოსატანი სვეტების სახელები, რომლებიც შეიძლება ამორჩეულ იქნენ ერთი ან რამდენიმე ცხრილიდან. პირობაში გამოიყენება გამოსახულება (მაგ. ფასი*რაოდენობა). თუ ამორჩევა ერთი ცხრილიდან ხორციელდება მაშინ საკმარისია ცხრილის სვეტის დასახელების მითითება, ხოლო თუ ამორჩევა მრავალი ცხრილიდან წარმოებს, მაშინ სვეტის დასახელება იწერება ცხრილის დასახელებასთან ერთად შემდეგი სინტაქსით: <ცხრილის დასახელება><.><სვეტის დასახელება> ან <ცხრილის დასახელება><!><სვეტის დასახელება>. მაგალითად: SELECT tbsaq_mireba.tariri;
• FROM _ SELECT ოპერატორის აუცილებელი მნიშვნელოვანი პირობაა. მასში მიეთითება ცხრილების ჩამონათვალი მათ შორის არსებული კავშირების ჩვენებით, საიდანაც ხორციელდება ამორჩევა;
• WHERE _ არააუცილებელი პირობაა. იგი გამოიყენება მონაცემების ამოსარჩევად. საკვანძო სიტყვა შეიცავს პრედიკატებს, რომლებიც სამ მნიშვნელობას იღებენ: True, False, Unkown. აქ გამოიყენება შედარებისა და  ლოგიკური ოპერატორები;
• Group By _ კრებსითი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება აგრეგირებული ფუნქციები. ჯგუფების გამოსაყოფად ამ დროს აუცილებელია გამოყენებულ იქნეს პირობა Group By.  ეს პირობა აუცილებელი პირობა არ არის;
• HAVING _ ეს პირობა  დაკავშირებულია Group By პირობასთან. გამოიყენება დაჯგუფებული მონაცემების ფილტრაციისთვის. იგი WHERE პირობის ანალოგიურია და იღებს სამ მნიშვნელობას True, False, Unkown. აქ გამოიყენება შედარებისა და ლოგიკური ოპერატორები.

Access-ის მონაცემების ბაზასთან SQL-ის ენაზე შეკითხვის სინტაქსი შემდეგია:
 
SELECT [ALL ! DISTINCT ! DISTINCTROW ! TOP] _
{* ! table.* ! table.] field1 [AS allias1] ! table.] field2 [AS allias2] ! , …..]
FROM table1 [table1Allias] [, table2 [table2Allias] [,….]
[WHERE criteria]
[GROUP BY groupfieldst]
[HAVING groupcriteria]
ORDER BY field1 [ASC ! DESC ] [, field2 [ASC ! DESC ]] [,…..]]]
[WITH OWNERACCESS OPTION]
 
  SELECT გვიჩვენებს, რომ ცხრილიდან ამორჩეული იქნება ჩანაწერები. ALL, DISTINCT, DISTINCTROW, TOP პრედიკატებს უწოდებენ. ALL გვიჩვენებს, რომ ამორჩევის ობიექტია ყველა ჩანაწერი დუბლირებული ჩანაწერების ჩათვლით. DISTINCT პრედიკატი გვიჩვენებს, რომ ამორჩევის ობიექტია არადუბლირებული ჩანაწერები. DISTINCTROW პრედიკატის მითითებით, ამორჩევის ობიექტია ყველა ჩანაწერი, რომელშიც თუნდაც ერთი ველის მნიშვნელობა განსხვავდება საწყისი ჩანაწერების მნიშვნელობისგან. TOP პრედიკატის მითითება უზრუნველყოფს გარკვეული რაოდენობის ჩანაწერების ამორჩევას ან ამორჩეული რაოდენობის ჩვენებას პროცენტულად.
   {* ! table.* ! table.] field1 [AS allias1] ! table.] field2 [AS allias2] ! , …..] 
   field გვიჩვენებს ამოსარჩევი ველების დასახელებას.
  FROM-ში მიეთითება ცხრილის (ების) და მონაცემების ბაზის დასახელება, საიდანაც ხორციელდება ამორჩევა. თუ გამოტოვებულია პარამეტრი <ბაზის დასახელება>, მაშინ იგულისხმება, რომ ამორჩევა აქტიური ბაზიდან წარმოებს.